fbpx
საბერძნეთი

როდის იხსნება სისტემა საშემოსავლო დეკლარაციების გასაკეთებლად – თარიღი გადაიდო

როგორც ცნობილი იყო, საბერძნეთში 2023 წლის საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად სისტემა მარტის თვის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ჩანს, რომ აღნიშნულმა თარიღმა გადაიწია.

ბოლო ინფორმაციით, სისტემა გაიხსნება 10 აპრილის შემდეგ, თუმცა, კონკრეტული თარიღი ისევ არ არის ცნობილი.

სისტემა, გახსნის შემდეგ, ღია იქნება 30 ივნისის ჩათვლით, თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება და 31 ივლისამდე იქნება შესაძლებელი დეკლარაციების გაკეთება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ, ვისაც შემოსავალი აქვს მხოლოდ პენსიის ან ხელფასის სახით დეკლარაციები ავტომატურად გაუკეთდებათ, თუ პროცესში თავად არ შეიტანენ რაიმე სახის ცვლილებას.

იმისთვის, რომ წლიური საშემოსავლო დეკლარაცია წარვადგინოთ, საჭიროა გვქონდეს ΑΦΜ და ტაქსინეტის კოდები (იგივე კლიდარითმო), რომლითაც სისტემაში შევდივართ და ხდება თითოეული დეტალის აღრიცხვა, რაც ჩვენ გვიკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ფიქსირდება არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ გასავალიც, რომელთა შორისაც არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებით დიდი განსხვავებები, რათა ΑΑΔΕ-სთან პრობლემები არ შეგვექმნას.

საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით უამრავი რამ განისაზღვრება, მასზეა დამოკიდებული, მიიღებთ თუარა დახმარებებს სახელმწიფოსგან, შესაძლებელია გამოიტანოთ სხვადასხვა ნივთები განვადებით და ისარგებლოთ ბანკის ანგარიშით.

 

onalem

ტესტ