fbpx
საბერძნეთი

7 დეკემბრიდან ზომების მოხსნის სამეტაპიანი გეგმა საბერძნეთში – რა როდის იხსნება?!

საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა კარანტინის მოხსნის სამეტაპიანი გეგმა და მიმდინარე კვირა განსაკუთრებით რთული იქნება გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

ცხადია, ზომების მოხსნა არ იქნება ჰორიზონტალური, არამედ სხვადასხვა დაწესებულებების გახსნის თარიღებს შორის იქნება მინიმუმ 1 კვირიანი შუალედი. როგორც ირკვევა, კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები მომდევნო სამი კვირაც დაკეტილი დარჩება.

კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 7 დეკემბრისთვის კირიაკოს მიცოტაკის მთავრობა განიხილავს დაწყებითი სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნის საკითხს.

შემდეგ მოდის მაღაზიების გახსნა, რაც იგეგმება 14 დეკემბრისთვის, ვინაიდან ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით დასტაბილურებას ელოდებიან.

მესამე ეტაპზე, ყველაზე ბოლოს, გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები, ანუ ეს მოხდება 21 დეკემბერს და ექნებათ სპეციფიკური სამუშაო საათები და მკაცრი პროტოკოლი, რომელსაც უნდა დაემორჩილონ.

onalem

ტესტ