fbpx
საბერძნეთი

მაღაზიები 28 აპრილს ღია იქნება 11:00-დან 16:00 საათამდე – სააღდგომო გრაფიკი საბერძნეთში

საბერძნეთში სააღდგომო გრაფიკი ძალაში შევიდა და მოსახლეობა უკვე ნელ-ნელა ემზადება ბრწყინვალე ქრისტიანური დღესასწაულისთვის. მოქმედებაშია ასევე “სააღდგომო კალათი” და გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიები მუშაობენ გაცილებით მეტი საათებით მიმდინარე პერიოდის მანძილზე, გვაქვს საშუალება, რომ ვეწვიოთ მათ სანამ სააღდგომოდ დაიკეტებიან.

საბერძნეთის სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, კვირას, 28 აპრილს, ღია იქნება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის დღესასწაული, შრომის დღე, გადაიტანეს 7 მაისს, აქედან გამომდინარე მაღაზიებიცა და სუპერმარკეტებიც დაკეტილი იქნება 5, 6 და 7 მაისს, სამი დღის მანძილზე.

რაც შეეხება წითელ პარასკევს, მაღაზიები გაიხსნება გაცილებით გვიან, 13:00 საათზე და ღია იქნება 19:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ