fbpx
საბერძნეთი

პატისიონი: 11 წლის ბიჭი თანატოლებმა სასტიკად სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყანეს

საბერძნეთში მოზარდებს შორის დაპირისპირების შემთხვევები საკმაოდ მომრავლდა და საზოგადოებაში დიდ შეშფოთებას იწვევს. მსგავსი თავდასხმის მორიგი მსხვერპლი გახდა 11 წლის ბიჭი, რომელიც პატისიონზე საკუთარმა თანატოლებმა სასტიკად სცემეს.

როგორც მედია იუწყება, ბიჭს იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ დარტყმებისგან გონება დაკარგა და საჭირო გახდა, რომ აგლეა კირიაკუს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

საჩივარი პოლიციაში მოგვიანებით მისმა დედამ შეიტანა, რომელმაც მოითხოვა დაუყოვნებლივ მიეღოთ შესაბამისი ზომები. გამოძიებამ უკვე დაიწყო თავდამსხმელი ბავშვებისა და მათი მასწავლებლებისგან ჩვენებების აღება, საქმე კი, არასრულწლოვანთა პროკურორს გადაეცა. სწორედ ის გადაწყვეტს არასრულწლოვანთა ბედს, ასევე, დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა მასწავლებლებსა და მშობლებსაც.

onalem

ტესტ