fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის ოპერაცია “სკუპა” აგიოს პანტელეიმონაზე – დეპორტაცია 54 ემიგრანტს

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიცია კვლავ აქტიურ რეჟიში ახორციელებს ოპერაციებს, ე.წ. “სკუპა”, ათენის ცენტრში. გუშინ, 2 აპრილს, ჩატარდა შესაბამისი რეიდები და შემოწმდა ასობით ადამიანი, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

არსებული მონაცემებით, კონკრეტულად აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე კონტროლი გაიარა 680-მდე ემიგრანტმა, საიდანაც 171 განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო საბოლოოდ პატიმრობაში დარჩა 54 მათგანი.

პოლიციის მიზანი, როგორც ატიკის დეპარტამენტი იუწყება, არის ძირითადად არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა. შესაბამისად, ოფიცრები ამოწმებენ, აქვთ თუ არა ბინადრობის ნებართვა ემიგრანტებს და შემდეგ დამატებით მოწმდება, არიან თუა რა გარეულნი სხვა დანაშაულებშიც.

ირკვევა, რომ 54 ემიგრანტი სწორედ არალეგალურად ყოფნის გამო დააკავეს და მათი დეპორტაციისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

onalem

ტესტ