fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 1 მეტრი დიამეტრის მქონე ტროპიკული მედუზები გამოჩნდნენ, რომლებსაც უნდა ვერიდოთ!

ბერძნული მედია მედუზების შესახებ იუწყება, რომლებიც საბერძნეთის წყლებში გამოჩნდნენ და მათი ზომა განსაკუთრებით დიდია. საუბარია Rhopilema nomadica-ს სახეობის მედუზებზე, რომელთა დიამეტრიც 1 მეტრს აღწევს და აქვს 8 საცეცი, საიდანაც შხამს გამოყოფენ.

აღნიშნული მედუზები გამოჩნდნენ კუნძულ როდოსზე, რამდენიმე სანაპიროზე და გამორიცხული არ არის, რომ ნელ-ნელა გავრცელდნენ სხვა კუნძულების სანაპიროებზეც, ასევე, ათენის სანაპირო ზოლამდეც მოაღწიონ. მის საცეცებთან შეხება განსაკუთრებულად ძლიერ ტკივილს, წვის შეგრძნებას და ქავილს იწვევს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, თუკი სადმე შევნიშნავთ ზაფხულში.

როდოსის ჰიდრობიოლოგიური სადგურის ინფორმაციით, ეს მედუზაც, ისევე როგორც სხვები, არის პლანქტონური ორგანიზმი, ამიტომ მისი გარეგნობა გარდამავალი მოვლენაა და პირდაპირ კავშირშია ყოველ ჯერზე გაბატონებულ ჰიდროდინამიკურ პირობებთან. 1980-იანი წლებიდან საბერძნეთის ზღვებში მათი რაოდენობის პერიოდული აფეთქებები ფიქსირდება. ამავდროულად, პლანეტის და შესაბამისად, ზღვის ტემპერატურის მატება, კლიმატის ცვლილების გამო, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მედუზების პოპულაციაში ასეთი აფეთქებების გამოჩენისთვის. გარდა ამისა, მედუზების პოპულაციის ზრდას ხელს უწყობს ზღვის კუების შემცირება, რომელთათვისაც მედუზები ძირითადი საკვებია.

ინსტრუქციების მიხედვით, თუ ამ მედუზას შევეხეთ, მისი საცეცები შიშველი ხელით არ უნდა მოვიშოროთ, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიბანოთ ზღვის წყლით და არავითარ შემთხვევაში არ შევიხვიოთ.

onalem

ტესტ