fbpx
საბერძნეთი

კუნძულ სიმის მაცხოვრებელმა სანაპიროზე 2,5 მილიონი დოლარით სავსე ჩანთა იპოვა

საბერძნეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულის, სიმის მაცხოვრებელი დაუჯერებელი ფაქტის წინაშე დადგა, მან სანაპიროზე იპოვა ჩანთა, რომელშიც 2,5 მილიონი დოლარი იყო მოთავსებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი პედის სანაპიროზე მოხდა დღეს დილით. ადგილობრივი, რომელიც იქვე სეირნობდა, წააწყდა ჩანთას, რომელშიც ფული იდო, არსებული ინფორმაციით 2,5 მილიონი დოლარი.

აღნიშნულის შესახებ მაშინვე აცნობეს სანაპირო დაცვას და გამოძიება დაიწყო, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ბანკნოტები ყალბია. ისინი შესაბამის უწყებას გადაეცა, რომ ნამდვილობა დადგინდეს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფული ყალბია, გამოძიების მიზანია გაირკვეს, თუ ვის და რა მიზნით სურდა, მათი გამოყენება.

onalem

ტესტ