fbpx
საბერძნეთი

თესალონიკსა და თესალიაში 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნა

ამინდის მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე თესალონიკისა და თესალიის მოსახლეობამ უკვე მიიღო გამაფრთხილებელი შეტყობინებები 112-დან.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს ნალექის შესახებ, რომელიც თესალონიკსა და თესალიას თავს დღეს ღამიდან ხვალ შუადღემდე დაატყდება და შესაბამისად, სასურველი იქნება, თუ თავიდან აირიდებენ გადაადგილებას, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის.

მოსახლეობას ასევე მოუწოდებენ, რომ მიჰყვნენ მითითებებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაიცემა.

ვასილის კიკილიასმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ სამოქალაქი დაცვის სამინისტროს აშფოთებს ფაქტი, რომ თესალია უკვე საკმაოდ მოწყვლადი რეგიონია და შიშობენ, რომ ნალექი კვლავ წყალდიდობას გამოიწვევს, თუნდაც, ეს არ იყოს “დანიელის” მსგავსი ძლიერი ფენომენი.

 

onalem

ტესტ