fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პლატფორმა e-Καταναλωτής მოქმედებაში შევიდა, სადაც დაბალ ფასებს ნახავთ პროდუქტზე, ბენზინსა და ელ. ენერგიაზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მოქმედებაში შევიდა პლატფორმა, რომელზეც მოსახლეობას შეეძლება, რომ ნახოს ყველაზე დაბალი ფასები სუპერმარკეტებში, 3.000-მდე პროდუქტზე და ასევე, ბენზინსა და ელ. ენერგიაზე, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე უცვლელი არაფერი რჩება, ყოველ დილით, 10:00 საათის შემდეგ სიახლეები მიეწოდება და თუ ფასებთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება, შესაბამისად, შეიცვლება პლატფორმაზეც, რათა მომხმარებელს რეალური ფასების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

მომხმარებელს შეუძლია, რომ მონიშნოს სასურველი პროდუქტი, შესაბამისი კატეგორიიდან და ნახოს, თუ რომელ სუპერმარკეტშია ყველაზე იაფი.

პლატფორმა მოიცავს კალათებს, რომლებიც ამ ეტაპზეა მოქმედებაში საბერძნეთში, “საყოფაცხოვრებო” და “სააღდგომო/ნათლიის კალათი”, არსებობს შესაძლებლობა, რომ ნახოთ არა მხოლოდ საკვები პროდუქტები, არამედ სათამაშოებიც.

პლატფორმაზე შესასვლელად, შეგიძლიათ დააჭიროთ აქ –> https://e-katanalotis.gov.gr/

onalem

ტესტ