fbpx
საბერძნეთი

განსაკუთრებული სააღდგომო გრაფიკი: საბერძნეთში კვირას, 28 აპრილს, მაღაზიები ღია იქნება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მაღაზიები სააღდგომოდ განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ და დღეს დილით გამოქვეყნდა ოფიციალური გადაწყვეტილება მათ გრაფიკთან დაკავშირებით.

კერძოდ, რაც ყველაზე აღსანიშნავია, ისინი ღია იქნებიან კვირა დღესაც, 28 აპრილს და მომხმარებელს მოემსახურებიან, შესაბამისად, თუ კვირის სხვა დღეებში სამსახურის გამო ვერ ახერხებთ, მაღაზიებს ეწვიოთ, შეგიძლიათ, რომ კვირა დღე გამოიყენოთ.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ვრცელდება მთელ საბერძნეთზე:

კვირა 28/04/2024 11:00-20:00

დიდი ორშაბათიდან, 29/04/2024, დიდ ხუთშაბათამდე 02/05/2024 9:00 – 21:00

წითელი პარასკევი 03/05/2024 13:00 – 21:00

დიდი შაბათი 04/05/2024 9:00 – 21:00

კვირას, 5 მაისს და  ორშაბათს 06/05/2024 მაღაზიები დაკეტილი იქნება.

სამშაბათს, 07/05/2024, მაღაზიები დაკეტილი იქნება, პირველი მაისის დღესასწაულის გადატანის გამო.

onalem

ტესტ