fbpx
საბერძნეთი

როგორ გამოვითვალოთ სააღდგომო საჩუქარი, რომელმაც დამსაქმებელმა 1-ელ მაისამდე უნდა გადაგვიხადოს

საბერძნეთში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და დამსაქმებლები, კერძო სექტორში, ვალდებულები არიან, რომ დასაქმებულებს ჩაურიცხონ სააღდგომო ფულადი საჩუქარი, რომელიც სხვადასხვანაირად გამოითვლება, იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანია, რაც აღნიშნულ სამსახურში მუშაობთ.

სააღდგომო საჩუქარი სრულად გერიცხებათ იმ შემთხვევაში, თუ განუწყვეტლივ მუშაობთ 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, იგულისხმება, რომ გერიცხებათ ხელფასის ნახევარი. ეს თანხა წელს იქნება შედარებით მეტი, ვინაიდან საბერძნეთში მინიმალურმა ხელფასმა მოიმატა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობთ კონკრეტულ სამსახურში 1-ლი იანვრიდან, ქვემოთ მოცემულია ონლაინ პლატფრომა, სადაც ჩვენი მონაცემების შეყვანის მიხედვით, ვნახავთ, თუ რა რაოდენობის თანხა გვეკუთვნის დამსაქმებლისგან.

ამას გარდა, თუ დამსაქმებელმა კუთვნილი თანხა აღდგომის კვირის ოთხშაბათ დღემდე არ ჩაგირიცხათ, გაქვთ უფლება, მიმართოთ შრომის ინსპექციას და შეიტანოთ საჩივარი.

Υπολογισμός Δώρου Πάσχα

onalem

ტესტ