fbpx
საბერძნეთი

ბერძნები ტურისტების დასჯას ითხოვენ, რადგან ძველბერძნულ სამოსში გამოეწყვნენ და აკროპოლზე განთავსდნენ

ტურისტების აღნიშნულმა საქციელმა დიდი სკანდალი და ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია და როგორც ირკვევა, უკვე ადმინისტრაციული ექსპერტიზაც დაწყებულია, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ. საუბარია ტურისტების მიერ ძველბერძნულ სამოსში გამოწყობასა და აკროპოლის ტერიტორიაზე განთავსებაზე ისე, თითქოს, ისინი ქანდაკებები ყოფილიყვნენ.

ტურისტთა ჯგუფი პოზირებდა პართენონის გვერდით, ასევე, პროპილეას ტერიტორიაზე და სხვა ტურისტებს ეგებებოდნენ, ბერძნული მითოლოგიის ღმერთების სამოსში გამოწყობილნი.

ბერძნებმა აღნიშნული ქმედებები შეურაცხყოფად და პროვოკაციად მიიღეს და ითხოვენ, რომ ტურისტები პასუხისგებაში მიეცენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებმა ზედმიწევნით გაითვალისწინეს ყველაფერი, ჩაცმულობის კუთხით, თუკი ფოტოებს დავაკვირდებით.

 

onalem

ტესტ