fbpx
საბერძნეთი

ათენი: “ერიკოს დინანში” 100 წლის ქალბატონს გულის ოპერაცია ჩაუტარდა და სრულად გამოჯანმრთელდა

ბერძნული მედია უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ იუწყება… როგორც ირკვევა, საავადმყოფოში “ერიკოს დინან” გულის ოპერაცია ჩაუტარდა ყველაზე ხანდაზმულ პაციენტს, ქალბატონ ანა ლაზარიდუს, კიფსელიდან, რომელიც 100 წლის არის. ეს არის შემთხვევა, რომელიც უკიდურესად იშვიათად ხდება არა საბერძნეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

100 წლის ანა ლაზარიდუს გულზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ოპერაცია დაიგეგმა “ერიკოს დინანის” კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის, პროფესორ სავვას ტუმანიდის მიერ და წარმატებით ჩატარდა კიდეც. ქალბატონი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და თავის ყოველდღიურობასაც დაუბრუნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქ-ნ ანას შემთხვევაში ოპერაცია არ დაინიშნებოდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებები უკიდურესად დიდია, თუმცა, დღეს, როგორც ვხედავთ, არსებობს მეთოდები, რომელთა დამსახურებითაც ხოციელდება ოპერაციები 75 წელს ზემოთ ასაკის შემთხვევაშიც.

onalem

ტესტ