fbpx
საბერძნეთი

Survivor-ის ყოფილი მონაწილე ΕΛΤΑ-ს ოფისში თვითმკვლელობით იმუქრებოდა

ΕΛΤΑ-ს კრიონერიში მდებარე ფილიალში განგაში გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ შენობაში გუშინ ღამიდან დღეს დილამდე მამაკაცი იყო ჩაკეტილი და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. როდესაც ადგილზე პოლიცია მობილიზდა, აღმოჩნდა, რომ ის Survivor-ის ყოფილი მონაწილე, პანოს არგიანიდი იყო.

როგორც ირკვევა, არგიანიდი იმ ოთახში იყო გამოკეტილი, სადაც ამანათებს ახარისხებენ, საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, ირგვლივ ყველაფერს აზიანებდა და ამბობდა, რომ თავს მოიკლავდა. საბოლოოდ, ოფიცრებმა მასთან მოლაპარაკება შეძლეს, დილის 10:00 საათისთვის არგიანიდიმ ΕΛΤΑ-ს ოფისი დატოვა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვევა, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს რომელიმე მუხლით.

Survivor-ის ყოფილი მონაწილე ამ შენობაში დაცვის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს, ფილიალში მისული იყო მისი ოჯახიც, მომლაპარაკებლები და მაშველები ყოველი შემთხვევისთვის.

 

onalem

ტესტ