fbpx
საბერძნეთი

“თუ სამართალი არსებობს, მე და ჩემი შვილი ერთად უნდა ვიყოთ” – კლონდიანა ცელო სასამართლოში

დღეს შვილის მამის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ალბანელი ქალი, კლონდიანა ცელო, გამომძებლის წინაშე წარსდგა. მას არ ჰყავს ადვოკატი.

ვრცელდება კადრები, როგორ ყვირის ის სასამართლოს დატოვებისას: “ახლა დამტკიცდება არსებობს თუ არა საბერძნეთში სამართალი. თუ სამართალი არსებობს, მე და ჩემი შვილი ერთად უნდა ვიყოთ.”

ექიმის მდგომარეობა, რომელიც ცელომ იარაღით დაჭრა, ისევ მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მას რამდენიმე საათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და კვლავ ჰოსპიტალიზირებული რჩება.

ირკვევა, რომ კლონდიანა ცელომ დაცვა ერთ-ერთ ადვოკატს სთხოვა, რომელმაც უარი განუცხადა მომსახურებაზე. გარდა ამისა, თავად ექიმის ადვოკატსაც დაემუქრა, რომ როდესაც ციხიდან გამოვა, შემდეგი ტყვიები მას მოხვდება.

onalem

ტესტ