fbpx
საბერძნეთი

ვაქცინის მე-3 დოზა სავალდებულო ხდება? რას განიხილავს მთავრობა და ვის ეხება?!

საბერძნეთის მთავრობა აქტიურად არის დაკავებული ახალი ზომების განხილვით, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული. შემაშფოთებელია დაღუპულთა რიცხვიც, რომელიც როგორც ექსპერტები აცხადებენ, კიდევ უფრო გაიზრდება შობამდე, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა აკრძალვების გამკაცრება.

ირკვევა, რომ მთავრობა განიხილავს ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების ვალდებულების დაწესებას 65 წელს ზემოთ პირებისთვის.

“არ გვაქვს მოდუნების უფლება და საშუალება. ზომები, რომლებიც მიღებულია აუცრელებისთვის სარესტორნო სფეროსა და მაღაზიებთან დაკავშირებით, ძალაში დარჩება. მე მჯერა, რომ დეკემბრიდან გვექნება მკვეთრი ვარდნა და სწორედ ამ შედეგისთვის გვჭირდება, რომ შობისთვის აკრძალვები არ გაუქმდეს. 

საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა, საწოლებით და საჭირო აღჭურვილობით. ამისთვის ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთანაც.

იმ დღიდან, რაც ახალი ზომები შევიდა ძალაში არავაქცინირებულებისთვის, დაინიშნა 300.000 ახალი ვიზიტი და თითქმის ნახევარი მილიონი მე-3 დოზის მისაღებად. ჩვენი საზრუნავი ახლა 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ გამაძლიერებელი დოზა. კვლევები ცხადყოფს, რომ 6 თვის შემდეგ იმუნიტეტი აღარ არის საკმარისად ძლიერი. სწორედ ამ ასაკის ადამიანებისთვის შესაძლოა, რომ გახდეს სავალდებული მე-3 დოზის მიღება. აღნიშნულ საკითხს მთავრობა განიხილავს,” აცხადებს მთავრობის წარმომადგენელი, თანასის კოდოგიორგისი.

onalem

ტესტ