fbpx
საბერძნეთი

იდეალური ამინდი საბერძნეთში, ვისაც ზღვაზე სიარულის დაწყება სურს – 25 გრადუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით

მეტეოროლოგ კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისშიც, საბერძნეთში მზიანი და თბილი ამინდი გველის. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, აპრილის თვეში მაისის ტემპერატურა გვექნება და ჰაერი გათბება 25-27 გრადუსის ფარგლებში.

რაც შეეხება სანაპიროებზე გასვლას და ზღვაში ბანაობას, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ზღვაში წყლის ტემპერატურა არის 16-17 გრადუსი და კიდევ უფრო მეტი სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში, შესაბამისად, ვინც ძალიან მცივანა არ არის, იდეალური პირობებია, რომ ზღვაზე სიარული დაიწყოს.

საბერძნეთის რეგიონებში მიმდინარე დღეებში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მაქსიმუმ 25-27 გრადუსი დაფიქსირდება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.

ატიკის რეგიონში 25 გრადუსს უნდა ველოდოთ, თესალონიკში კი, 24 გრადუსს, შაბათ-კვირას ტემპერატურა მცირედით კიდევ მოიმატებს.

onalem

ტესტ