fbpx
საბერძნეთი

ბოლო 20 წელში ყველაზე ცხელი მარტი საბერძნეთში – სანაპიროები ხალხით აივსო

გუშინ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ 28-30 გრადუსს მიაღწია და სეზონისთვის უჩვეულოდ ძლიერმა სიცხემ ხალხი სანაპიროებზე გამოიყვანა.

ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოჭრილმა ჰაერის მასებმა, რომელსაც თან სდევს საჰარის მტვერი, ტემპერატურის რადიკალური მატება გამოიწვია. ამჟამინდელი ინფორმაციით, აპრილის თვეც, ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი კვირაც მსგავსი იქნება და ფაქტობრივად, ივნისის თვეს მოგვაგონებს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მარტის თვე იყო ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ბოლო 20 წლის მანძილზე.

როგორც კადრებიდან ჩანს, ატიკის სანაპიროები ხალხით აივსო, ზოგი ზღვაში ბანაობდა, ზოგი კი, უბრალოდ მზის აბაზანებს იღებდა.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ