fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ბარათით გადახდა ყველგან საბერძნეთში – POS ბაზრებში, ტაქსებში და კიოსკებში სავალდებულოა

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, საბერძნეთში უკვე თითქმის ყველა დაწესებულებისთვის, მათ შორის, ტაქსებისთვის, სავალდებულოა ბარათით გადახდის აპარატების ქონა. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეიდან ტაქსიში ჩავჯდებით, შეგვიძლია გადავიხადოთ როგორც ნაღდი ფულით, ასევე საბანკო ბარათით, ხოლო თუ მძღოლი გეტყვით, რომ აპარატი არ აქვს და ამის შესახებ შესაბამის უწყებას მიეწოდება ინფორმაცია, 1,500 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

ამრიგად, დღეიდან 35 სექტორის დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება, რომ იქონიონ POS აპარატები და წარმოგიდგენთ რამდენიმეს მათ შორის:

სავალო ვაჭრობის არასპეციალიზირებული მაღაზიები
ფეხსაცმელ/ტანსაცმლის მაღაზიები
ბაზრები
ტაქსები
სადაზღვევო სააგენტოები
ლიზინგი
საბროკერო კომპანიები
სარეკლამო სააგენტოები
კიოსკები და ა.შ.

ეს არ ნიშნავს, რომ ამ დაწესებულებებიდან თუნდაც რამდენიმე POS აპარატი არ ჰქონდა, არამედ აქამდე იყო ნებაყოფლობითი, ახლა კი, 1-ლი აპრილიდან სავალდებულოა.

შესაბამისად, ქუჩის ბაზრებში, ასევე ტაქსებსა და კიოსკებში, სადაც ჩვეულებრივ ყველზე ხშირად შეიძლება მომსახურება მივიღოთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბარათით გადახდის ალტერნატივა, თუკი ნაღდი ფული არ გაქვთ.

 

onalem

ტესტ