fbpx
საბერძნეთი

ოთხშაბათს, 1-ელ მაისს, ათენში მეტროს სამივე ხაზი და ტრამვაი არ იმუშავებს – გაფიცვა შრომის დღეს!

ოთხშაბათს, 1-ელ მაისს, შრომის დღეს, ათენში საჯარო ტრანსპორტის ნაწილი იფიცება. ოფიციალური ინფორმაციით, არ იმუშავებს სარკინიგზო ტრანსპორტი და ასევე, რეისებს არ განახორციელებენ გემები.

მიუხედავად იმისა, რომ 1-ლი მაისის უქმე დღე გადატანილია 7 მაისს, საბერძნეთის მუშაკთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ არ უღალატოს ტრადიციას და გამოაცხადეს 24 სთიანი გაფიცვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არ იმუშავებს მეტრო (იგულისხმება სამივე ხაზი ანუ ΗΣΑΠ-იც/ილეკტრიკო/ტრენო). ასევე არ იმუშავებს ტრამვაი, რეისებს არ განახორციელებენ გემები.

მოსალოდნელია, რომ გავრცელდეს ინფორმაცია ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მუშაობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე უცნობია, უერთდებიან თუ არა მძღოლები გაფიცვას.

ამას გარდა, ვინაიდან მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო აქცია და მსვლელობები ათენის ცენტრში, გადაადგილება ნებისმიერ შემთხვევაში გართულებული იქნება, გზების დაკეტვის გამო.

onalem

ტესტ