fbpx
საბერძნეთი

მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათით გადახდა აეროპორტის ავტობუსებში დაიწყო – წლის ბოლოს სისტემა ყველა ტრანსპორტში ამოქმედდება

ათენის საერთაშორისო ექსპრეს-ავტობუსებში ახალი სისტემა საპილოტე რეჟიმში ამუშავდა და მგზავრებს შეუძლიათ მომსახურების საფასურის გადახდა პირდაპირ საკუთარი ტელეფონებიდან, ქაღალდის ბილეთების შეძენის გარეშე. საუბარია უკონტაქტო გადახდის სისტემაზე, რომელიც საბერძნეთში სულ მალე ამოქმედდება.

როგორც ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება, 2024 წლის ბოლოს აღნიშნული სისტემა ამოქმედდება აბსოლუტურად ყველა სახეობის ტრანსპორტში: ჩვეულებრივ ავტობუსებში, ტროლეიბუსებში, ტრამვაისა და მეტროს სამივე ხაზზე.

ახალი სისტემის პრეზენტაცია დღეს ტრანსპორტის მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა ზაპიოში გააკეთა.

ამრიგად, დღეიდან ათენის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსებში, ნომრებით (Χ93, Χ95, Χ96, Χ97), შეგიძლიათ, რომ პირდაპირ საბანკო ბარათის გამოყენებით გადაიხადოთ მგზავრობის საფასური.

onalem

ტესტ