fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოხუცი ქალი გემზე ასვლისას ზღვაში ჩავარდა – მის დასახმარებლად 15-მდე ადამიანი მივიდა

ინციდენტი კუნძულ ტინოსზე მოხდა, როდესაც მგზავრები გემზე ადიოდნენ. აღნიშნული კუნძული, ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულების მსგავსად, საკმაოდ ქარიანია, რის გამოც, როგორც ჩანს, მოხუცმა ქალმა წონასწორობა დაკარგა და ზღვაში გადავარდა.

ქალბატონი 36 წლის ანტონის კარიოტიზე ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან არ მიატოვეს და მის დასახმარებლად 15 ადამიანი მაინც მივიდა, ორი მათგანი კი, პირდაპირ წყალში ჩახტა, რათა ზედაპირზე ამოეყვანათ და მოხუცი არ დამხრჩვალიყო.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა თავად ქალისთვისაც და ყველა ის ადამიანი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა, უვნებელია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ