fbpx
პოლიტიკა

სტეფანოს კასელაკის – ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ციპრას შეცვლისთვის იბრძვის და სავარაუდოდ, ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი გახდება

სტეფანოს კასელაკისი 35 წლის პოლიტიკოსია, ამ სფეროში არც თუ ისე გამოცდილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოახერხა და შიდაპარტიულ არჩევნებში პირველობა მოიპოვა, გადაუსწრო ეფი ახციოღლუსაც, რომელიც ოპოზიციური პარტიას მრავალი წელია წარმოადგენს.

კასელაკიმ არჩევნების პირველ ტურში ხმების 45,47% მოიპოვა იმის ფონზე, რომ მისი სახელი და გვარი დაახლოებით 2-3 თვის წინ შესაძლოა არც არავის სცოდნოდა. როგორც ფრანგული მედია წერს, კასელაკისი არის ყოფილი ბანკირი, პარტიის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი, რომელიც ღიად ჰომოსექსუალია და თავისი კამპანიის ვიდეოში ამერიკელ მეუღლესთან, ტაილერ მაკბეტთან ერთად გვევლინება.

კასელაკი ამერიკაში 14 წლის ასაკში გაეგმგზავრა, რადგან მისი ოჯახი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. პარალელურად, კასელაკი იმასაც დასძენს, რომ საბერძნეთიდან წავიდნენ არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირის, არამედ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრის შეუძლებლობის გამო.

მისი კამპანიის მთავარი მოწოდებები არის შემდეგი: ეკლესიისა და სახელმწიფოს მაქსიმალური გამიჯვნა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შეწყვეტა, პარტნიორობის გაძლიერება საბერძნეთისა და უცხოურ უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის.

აღსანიშნავია მისი იუმორითა და ამავე დროს თავდაჯერებულობით სავსე სიტყვებიც, რომ აბსოლუტურად მზად არის კირიაკოს მიცოტაკის კონკურენცია გაუწიოს, ვინაიდან “მასზე უკეთესად საუბრობს ინგლისურად და თუკი ეს მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა, მაშინ მასაც აქვს შესაძლებლობა იყოს წარმატებული”.

onalem

ტესტ