fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ათენის მერის მიმართვა: “ომონია მხოლოდ დასაწყისია, პრობლემას მხოლოდ პოლიცია არ მოაგვარებს!”

ათენის მერმა ომონიაზე მიმდინარე განახლების სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კოსტას ბაკოიანიმ მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად იმოქმედონ როგორც სისუფთავის, ასევე წესრიგის დამყარებისთვის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში.

როგორც უკვე ცნობილია, ისტორიული შადრევანი სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება და ათენელები დატკბებიან განახლებული მწვანე მოედნით.

“ომონია, ეს მხოლოდ დასაწყისია… საჯარო სივრცეები ხალხს ეკუთვნის და თითოეულ ადამიანს უნიკალური როლი აქვს, ქალაქის მოვლაში. ჩვენ ვიზრუნებთ სისუფთავეზე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს გეტოებს, რომლებიც ომონიაზე არსებობს და ამ ყველაფრის მოგვარება მხოლოდ პოლიციის საქმე არ არის. ჩვენ ამ ყველაფერს შევცვლით. ომონიის სახე მომავალ წელს ბევრად უკეთესი იქნება. ჩვენი მოვალეობაა ვემსახუროთ ათენელებს და არასოდეს დაეკარგოთ რწმენა მთავრობისადმი, რომელიც უნდა იყოს ის.”

onalem

ტესტ