fbpx
საბერძნეთი

ათენი: ავტობუსის მძღოლი საჭესთან ტელეფონში თამაშობს და 10 წუთის გზას 40 წუთში ფარავს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ათენში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც საჯარო ტრანსპორტს და მის უსაფრთხოებას ეხება. საუბარია ქალაქის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლზე, რომელიც საჭესთან ყოფნის პარალელურად ტელეფონში თამაშობს. ადამიანი, რომელსაც ათობით მგზავრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პასუხისმგებლობად აქვს, საჭის გარდა ყველაფერს აქცევს ყურადღებას.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი აცხადებს, მძღოლს დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა, რომ დაეფარა მანძილი, რომელსაც რეალურად 10 წუთში გაივლიდა, მოძრაობდა ძალიან ნელა, აგვიანებდა მწვანე შუქნიშნის ანთებისას, კარების დახურვისას და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენად უსაფრთხოა საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა, როცა მას ასეთი მძღოლი ჰყავს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

onalem

ტესტ