fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სისხლის სამართლის საქმე 20 ექიმის წინააღმდეგ, რომელიც 10 წელი რეცეპტებს უკანონოდ წერდა

თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის წინასწარი გამოძიების ფარგლებში გაცემული ბრძანების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვადასხვა სპეციალობის 20 ექიმის წინააღმდეგ, რომლებიც სხვა ადამიანის ΑΜΚΑ-ს ნომრით წლების მანძილზე უკანონოდ წერდა რეცეპტებს.

საუბარია ექიმებზე, ჯამში 20 ექიმზე, რომელთა ასაკიც 44-დან 87 წლამდეა (დღესდღეობით). ისინი არც მეტი, არც ნაკლები, 10 წლის მანძილზე წერდნენ წამლების რეცეპტებს, რომლებზეც რეალურად არ არსებობდა არანაირი ჩვენება და სიმპტომები.

როგორც ირკვევა, საქმეში კიდევ მონაწილეობს ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, რომელიც წლების მანძილზე აღნიშნულ მედიკამენტებს თავად იღებდა, ΑΜΚΑ კი, რომელზეც წამლები იწერებოდა, მის მეუღლეს ეკუთვნოდა. მამაკაცს წარმოდეგნა არ ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ.

საუბარია ფსიქოტროპულ წამლებზე, 54 წლის ქალმა კი, სულ 106 ყუთი მიიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდებები, ექიმების გარდა, წაუყენეს თავად ქალბატონსაც.

 

onalem

ტესტ