fbpx
საბერძნეთი

ათენი: 16 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, ტავროს ტერიტორიაზე, 16 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა. ის ძანიოს სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმები მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ.

როგორც ირკვევა, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, როდესაც ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა. მოგეხსენებათ ეს არის ტერიტორია, სადაც მოძრაობენ როგორც მატარებლები, ასევე მანქანები. ბავშვი რელსებზე უეცრად აღმოჩნდა, შედეგად კი, ვინაიდან მატარებლის მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, დაეჯახა. მემანქანემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ და ადგილზე მობილიზდა როგორც სამაშველო, ასევე სამედიცინო ჯგუფი.

ბიჭს მიღებული აქვს დაზიანებები მთელ სხეულზე, განსაკუთრებით მძიმე ტრამვა აღენიშნება თავის არეში და მუდმივად უტარდება ანალიზები, რადგან ექიმები შიშობენ, არ განუვითარდეს შიდა სისხლდენა.

აღსანიშნავია, რომ მოზარდს ადგილზე მყოფმა თანამშრომელმა დაუსტვინა, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა რელსები, რადგან მატარებელი მოდიოდა, მაგრამ ბიჭმა მას ყურადღება არ მიაქცია.

onalem

ტესტ