fbpx
საბერძნეთი

დღეს ათენში საჯარო ტრანსპორტი შაბათი დღის განრიგით მუშაობს – იხილეთ ზუსტი გრაფიკი

დღეს, 8 მაისს, საბერძნეთში საჯარო ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ მუშაობს ჩვეული განრიგით, როგორც ეს კვირის ჩვეულებრივი სამუშაო დღისთვის, ოთხშაბათისთვის არის დამახასიათებელი.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ავტობუსები და ტროლეიბუსები, ასევე, მეტრო, მუშაობს შაბათი დღის განრიგით, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობენ ნაკლები სიხშირით.

ავტობუსები და ტროლეიბუსები მოძრაობენ 20-30 წთში ერთხელ.

მეტროს 1-ლი ხაზი (ილეკტრიკო/ტრენო/ΗΣΑΠ) მოძრაობს 7,5 წთში ერთხელ 22:30 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 11,5-15 წთში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებს რაც შეეხება, მატარებლები იმოძრავებენ ყოველ 5 წთში ერთხელ 17:30 საათამდე, 17:00-დან 20:00-მდე ყოველ 6 წთში ერთხელ, ხოლო 22:00 საათამდე ყოველ 7 წთში ერთხელ, უფრო მოგვიანებით ივლიან ყოველ 9-10 წთში ერთხელ

ტრამვაი იმოძრავებს ყოველ 12 წთში ერთხელ 22:00 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წთში ერთხელ.

onalem

ტესტ