fbpx
საბერძნეთი

როგორი იქნება ივნისის თვეში ჩვენი ცხოვრება – ცვლილებები, რომლებიც მოსალოდნელია საბერძნეთში

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო დიდ იმედებსა და ოპტიმიზმს გამოხატავს ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ზაფხულისთვის, გეგმის მიხედვით, უკვე უნდა გვქონდეს იმუნიტეტის კედელი.

ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ ივნისის თვეში, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება, რომ გაიხსნას კაფეები და რესტორნები, შიდა ტერიტორიებზეც, ვინაიდან საბერძნეთში არსებობს 17.000 რესტორანი, რომელთაც არ აქვთ გარე სივრცე, მაგიდების დასადგმელად, შესაბამისად, დაკეტილები არიან.

ასევე, თუკი პანდემია ამ კურსს შეინარჩუნებს და ეპიდმდგომარეობა არ გაუარესდება, სავარაუდოდ ივნისში, კაფეები ღია იქნება უფრო მეტხანს, სავარაუდოდ 01:00 საათამდე და არ დაიკეტება ისე ადრე, როგორც ახლა.

როგორც უკვე ცნობილია, 15 მაისიდან, დიდი ვარაუდით, აღარ იქნება SMS-ების გაგზავნის ვალდებულება და მაღაზიებში დაიშვება კლიენტთა განსაზღვრული რაოდენობა.

ივნისის თვიდან პლატფორმა გაიხსნება ყველა ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინის გასაკეთებლად, შესაბამისად, შეეძლებათ ვიზიტების დანიშვნა 20-დან 30 წლამდე პირებს. ამავე თვეში შევძლებთ, რომ ვისარგებლოთ ღია კინოთეატრებით, ვინაიდან ისინი მაისის თვეში გაიხსნება.

 

onalem

ტესტ