fbpx
საბერძნეთი

მიმდინარე კვირაში საბერძნეთში საშემოსავლო დეკლარაციებისთვის სისტემა გაიხსნება

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, საბერძნეთში საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად სისტემა გაიხსნება მიმდინარე კვირაში, თუმცა, კონკრეტული თარიღი ისევ არ სახელდება.

საბერძნეთში იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციების წარადგენს, 8,5 მილიონია.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა შესაძლებელი იქნება 30 ივნისამდე, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ვადას გაახანგრძლივებს და ვინც ვერ მოასწრებს აღნიშნული პროცესის შესრულებას, დრო ექნება 31 ივლისამდე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვადები ივლისის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება, შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს მოცემული დრო.

საშემოსავლო დეკლარაციების გაკეთება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, 18 წლიდან, რომელსაც აქვს ΑΦΜ და ტაქსინეტის კოდები, არ აქვს მნიშვნელობა, უფიქსირდება თუ არა რაიმე სახის შემოსავალი.

onalem

ტესტ