fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში მამაკაცმა თეთრ კოშკში შესასვლელი ბილეთი იყიდა, მაღლა ავიდა და გადმოვარდა

რამდენიმე საათის წინ თესალონიკის, შეიძლება ითქვას, მთავარ ღირშესანიშნაობასთან ტრაგედია დატრიალდა. თეთრი კოშკიდან გადმოვარდა მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კოშკში ჩვეულებრისამებრ შევიდა, ბილეთი იყიდა, როდესაც სახურავზე ავიდა, 30 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულმა სამედიცინო ბრიგადამ, სამწუხაროდ, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მასთან ერთად არავინ იყო, პოლიციამ გამორიცხა კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა. გამოძიება საქმეს ძირითადად თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის კუთხით უდგება, ოფიცრები აცხადებენ, რომ უჩვეულოდ ეჩვენებათ, იქიდან მარტო მყოფი ადამიანი შემთხვევით გადმოვარდნილიყო, უფრო სავარაუდოა, რომ მას თავის მოკვლა სურდა.

onalem

ტესტ