fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ გავიკეთებთ ტესტს კორონავირუსზე ჩვენ თვითონ, რომელსაც აფთიაქებში უფასოდ ავიღებთ?!

საბერძნეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას ნერგავს – მოსახლეობას აფთიაქებში გადაეცემა სწრაფი ტესტი კორონავირუსზე, სრულიად უფასოდ, ყოველ კვირას. ამისთვის საჭირო იქნება წარადგინონ მხოლოდ AMKA.

აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილი დააბნია და ბევრი კითხვა გააჩინა, როგორ უნდა გავიკეთოთ ტესტი, რამდენად სანდოა და ა.შ. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ პარასკევს გავრცელდება, მაგრამ ამ დროისთვის გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის:

1. რთულია თუ არა ტესტის გაკეთება?

არა. ტესტის გაკეთება მარტივია, სახლის პირობებში, დამოუკიდებლად. გავრცელდება ვიდეო და ფლაერები, რომლებზეც ზუსტად იქნება დატანილი ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ჩავიტაროთ ის უსაფრთხოდ და სწორად.

2. სანდოა თუ არა სწრაფი ტესტი?

დიახ. სწრაფი ტესტების სანდოობის ხარისხი დაახლოებით 95%-99%-ია.

3. რას გავაკეთებ, თუ აღმოვაჩენ, რომ ტესტის პასუხი დადებითია და კორონავირუსი მაქვს?

მიჰყვებით სპეციალურ პროტოკოლს, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოცხადდება, ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ. შემდეგ უნდა მიხვიდეთ სპეციალურ ცენტრში ხელმეორე შემოწმებისთვის. (დადებითი სწრაფი ტესტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ცნობა, სამსახურში არ მისვლისთვის).

4. შემიძლია გავიკეთო ტესტი რამდენჯერმე?

თოთოეულ მოქალაქეს ეკუთვნის ტესტი თვეში ოთხჯერ ანუ ყოველ კვირას, რომელსაც აიღებს თავისსავე უბანში მდებარე აფთიაქში.

5. შემიძლია თუ არა ტესტის გაკეთება ფარმაცევტის დახმარებით და არა დამოუკიდებლად?

ტესტის გაკეთება სახლის პირობებში მარტივია, თუმცა, თუკი რომელიმე ადამიანი მოისურვებს სპეციალისტის დახმარებას, შეუძლია მიმართოს ფარმაცევტს, თუმცა, აღნიშნულ მომსახურებას ექნება საფასური (საკმაოდ დაბალი).

6. ფასიანი იქნება თუ არა სწრაფი ტესტი?

არა. სწრაფი ტესტი უფასო იქნება ყველასთვის.

7. აღნიშნული სწრაფი ტესტი არის თუ არა ისეთი ტესტი, რომლის გაკეთების დროსაც ნაცხის აღება ხდება ღრმა ქსოვილებიდან?

არა. ეს არ არის იგივე ტესტი. ნაცხის აღება ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია (ინსტრუქციები გაიცემა მოგვიანებით).

8. შემიძლია თუ არა ტესტი ავიღო ჩემი ოჯახის სხვა წევრებისთვის?

დიახ. შესაძლებელია ტესტი აიღოთ მაგალითად თქვენი შვილებისთვის (ცხადია, საჭიროა AMKA-ს ნომრების წარდგენა).

onalem

ტესტ