fbpx
საბერძნეთი

მეტრო მთელი ატიკის მასშტაბით: 5 ხაზი და 110-მდე სადგური – გეგმა, რომელიც გადაადგილებას უმარტივესს გახდის

ატიკის მეტროს გაფართოვების საკითხი საკმაოდ აქტიურად განიხილება და როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი მასშტაბებს მოიცავს. ატიკის რეგიონში იგეგმება არა მხოლოდ არსებული ხაზების გაფართოვება, რაც მიმდინარეობს კიდეც, არამედ კიდევ ერთი, მე-5 ხაზის დამატება.

ამჟამად საუბარია მე-4 ხაზის მშენებლობასა და გაფართოვებაზე, რომელსაც “გეზი” ექნება პეტრუპოლისკენ და ამავე დროს, ერთმანეთთან დააკავშირებს სხვა არსებულ ხაზებს, ასევე, საგარეუბნო მატარებელს. ფაქტობრივად, მე-4 ხაზი უზრუნველყოფს ნეა იონიას, პეფკაკიას, ნეა ფილადელფიას, ΑΕΚ-ის მოედანს, აგიი ანარგირის, ილიონისა და პეტრუპოლის ტერიტორიებს.

ასევე, იგეგმება 1-ლი ხაზის (ილეკტრიკო/ტრენო) გაფართოვება, რაც მოიცავს მიწისქვეშა სადგურის დამატებას კიფისიაში და ორი ახალი სადგურის შექმნასნეა ერითრეასა და ვარიბობის კვანძზე.

ამ ყველაფრის გარდა, იდეაში არის 5-ე ხაზის მშენებლობაც, რომელიც დაიწყება ევანგელისმოდან და გაგრძელდება ზემო ილიუპოლსა და იმიტომდე.

onalem

ტესტ