fbpx
საბერძნეთი

შემოდგომიდან საბერძნეთში ახალი ვაქცინები სპრეის ან ინჰალაციის სახით?! – რას ამბობს თანოს პლევრი?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრის განცხადებით, ქვეყანაში შემოდგომიდან სიახლეები გველის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თვალსაზრისით. რაზე საუბრობს პლევრი?!

მინისტრის განცხადებით, შემოდგომიდან საბერძნეთში განახლებული სახის ვაქცინები გვექნება, რომლებიც ეფექტური იქნება კოვიდის სხვადასხვა შტამების წინააღმდეგაც, ომიკრონის მე-4 და მე-5 ვარიანტების წინააღმდეგ. ეს ვაქცინები მიმართული იქნება იმისკენ, რომ დაგვიცვას არა მხოლოდ მძიმედ დაავადებისგან, არამედ დაინფიცირებისგანაც.

ამას გარდა, პლევრის დაუსვეს კითხვა, ვართ თუ არა ახლოს ისეთი ვაქცინების შემუშავებასთან, რომლებსაც ექნება სპრეის ან ინჰალაციის ფორმა, მან კი უპასუხა, რომ ეს წმინდა მეცნიერული საკითხია და არაფერი გამოირიცხება, რადგან გარკვეულ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

მინისტრი დასძენს, რომ მომდევნო კვირებში ეპიდმდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება და მოსალოდნელია დეესკალაცია.

 

onalem

ტესტ