fbpx
საბერძნეთი

ნეა პერამოში ხანძართან მებრძოლი თვითმფრინავი წყალში ჩავარდა – რა მდგომარეობაში არიან პილოტები?!

გავრცელებული ინფორმაციით, ნეა პერამოში მძვინვარე ხანძარის წინააღმდეგ მომუშავე სახანძრო თვითმფრინავი სალამინას ჩრდილოეთით წყალში ჩავარდა. როგორც ირკვევა, ხომალდს ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, პოლოტებმა, გადარჩენის მიზნით, დაბლა დაშვება დაიწყეს, საბოლოოდ კი, ზღვაში ჩაცვივდნენ.

არსებული ცნობებით, ორივე პილოტმა, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, თვითმფრინავიდან გამოსვლა მოასწრო, ვიდრე ჩაიძირებოდა. მათ დაზიანებები მიიღეს, მაგრამ არა სიცოცხლისთვის საშიში. ცხადია, ორივე მათგანს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები ექიმების მიერ.

ხომალდის ჩამოვარდნის ადგილას მუშაობს სანაპირო დაცვა და მიმდინარეობს გამოძიება, ინციდენტის მიზეზების დასადგენად.

onalem

ტესტ