fbpx
საბერძნეთი

“სანტორინის ვულკანი საბერძნეთისთვის ცუნამის საფრთხეს ქმნის” – ბერძენი მეცნიერი

ათენის ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გერასიმოს პაპადოპულოსი ტელეკომპანია ANT1-თან ქვეყანაში არსებულ ვულკანებსა და ცუნამის საშიშიროებაზე საუბრობს. თემა კი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დედაქალაქშიც კი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

“ჩვენი ქვეყანა ამ დროისთვის ვულკან ეტნასგან (იტალია) საფრთხეს არ ელის. მაგრამ ეს ფენომენი ყოველთვის არაპროგნოზირებადი და რთულია, ამიტომ, არასოდეს ვიცით, რა იქნება.

გარდა ამისა, ჩვენ აქტიური ვულკანური ცენტრები საბერძნეთშიც გვაქვს. ამის მაგალითია სანტორინის ვულკანი, რომელიც მომავალი ცუნამის წყარო შეიძლება გახდეს,” აცხადებს პაპადოპულო.

მან ასევე დასძინა, რომ იონიის ზღვას ვულკან ეტნასგან ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება და აღნიშნა, რომ კუნძულ ზაკინთოზე, მას შემდეგ რაც გასულ წელს 6.8 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, ახლაც აღინიშნება პოსტ-სეისმური ბიძგები, რაც სრულიად ბუნებრივია და რამდენიმე თვესაც კი გასტანს.

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ