fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ციკნოპემპტი” საბერძნეთში – რით შეგვიძლია დავტკბეთ ათენში ხვალ?!

ტრადიციები, მუსიკა და პარადი – ეს “ციკნოპემპტია” და საბერძნეთში მას ხვალ აღნიშნავენ. რა ხდება ათენში 28 თებერვალს დღის მანძილზე?!

ღონისძიებები სამ ცენტრალურ მოედანზე იგეგმება: სინდაღმა, მონასტირაკი, ასომატა.

სინდაღმაზე თქვენ იხილავთ პარადს, სხვადასხვა ულამაზეს კოსტიუმებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის თანხლებით ივლიან, ხოლო ასომატაზე კარნავალი გაიმართება.

მთავარი კონცერტი მონასტირაკის მოედანზეა დაგეგმილი.

თითოეული ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

 

onalem

ტესტ