fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი გერმანიაზე სწრაფად ვითარდება, ამცირებს ბიუროკრატიას და გადასახადებს” – New York Times

ცნობილი ამერიკული გამოცემა, New York Times ვრცელ სტატიას უძღვნის საბერძნეთის განვითარების სწრაფ ტემპს, ესპანეთისა და პორტუგალიის გვერდით და აღნიშნავს, რომ ეს სამი ევროპული ქვეყანა იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე გერმანია, რომელიც ევროპის ეკონომიკური გიგანტია.

“საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ სერიოზული პრობლემების წინაშე იდგნენ, ახლა იმაზე სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. საბერძნეთი უსწრებს გერმანიის განვითარების ტემპსაც და არა მხოლოდ… ეს სამი ქვეყანა 2023 წლის მანძილზე მთელი ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და მიაღწია ეკონომიკურ სიჯანსაღეს. 

რაც შეეხება საბერძნეთის მთავრობას, დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად, შეამცირეს ბიუროკრატია, გადასახადები, ბიზნესის სტიმულირებისთვის. შეიტანეს ცვლილებები შრომის ოდესღაც უკიდურესად ხისტ ბაზარზე, გაცილებით მარტივი გახადეს თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა. საკმაოდ აქტიურია საერთაშორისო საპენსიო და საინვესტიციო ფონდების მოზიდვა,” აღნიშნულია სტატიაში.

ცხადია, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად კვლავ ტურიზმის სფერო რჩება, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით უყურებენ 2024 წელსაც და მოსალოდნელია, რომ საბერძნეთმა მიაღწიოს “ეკონომიკურ მწვერვალს”.

onalem

ტესტ