fbpx
საბერძნეთი

ქაოსი ელექტრონულ ბილეთებთან დაკავშირებით გრძელდება: დაუსრულებელი რიგები

იმ ტექნიკის სიმცირის გამო, რომელიც ელექტრონულ ბილეთებს გაცემს, მეტროსადგურებში ქაოსი და რიგები არ წყდება.

ადამიანები, რომელთაც არ შეუძენიათ თვიური ელექტრონული ბარათი, ამჯობინებენ ელექტრონული ბილეთების შეძენას. ერთი მხრივ ეს კარგი არჩევანია, თუ ხშირი გადაადგილება არ გიწევთ, მაგრამ ელექტრონული ბილეთის შესაძენად დაუსრულებელ რიგში დგომით დიდ დროს დაკარგავთ.

მეტროსადგურში აგიოს ანტონიოს რიგი დილიდან შეინიშნებოდა. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია მოხუცებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც შეღავათიანი ბილეთები სურთ და მათი შეძენა მხოლოდ სალაროში შეუძლიათ და არა აპარატებთან.

როგორც ხედავთ სადგურში ბარიერები დაკეტილია. თუმცა, ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით ზედმეტი პრობლემები არ წარმოქმნილა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ, ხუთშაბათს, ბარიერები დაიკეტება სადგურში აგიოს დიმიტრიოს.

აგიოს ანტონიოს მეტროსადგურში თანამშრომლები მგზავრებს უხსნიან, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ბარათები და ბილეთები სწორად.

onalem

ტესტ