fbpx
საბერძნეთი

22 მარტს ცნობილი გახდება, თუ რამდენი ევროთი მოიმატებს საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მარტის თვეში ცნობილი გახდება, თუ რამდენი ევროთი იმატებს საბერძნეთში მინიმალური ხელფასი, აღნიშნული საკითხი კი, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება მთავრობის მიერ.

არსებული ცნობებით, მინიმალური ხელფასი მოიმატებს 1-ლი აპრილიდან და არა 1-ლი მაისიდან, როგორც ეს თავდაპირველად იყო ცნობილი. მატება არ იქნება 5%-ზე ნაკლები, თუმცა, კონკრეტული რაოდენობის შესახებ მარტის თვეში გვეცოდინება. არსებული ვარაუდით, სუფთა თანხა, რასაც თანამშრომელი ხელზე აიღებს, 700 ევრო იქნება, მინიმუმ.

ანგარიში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით 19 თებერვლამდე უნდა წარადგინონ, ხოლო ყველა საჭირო ფორმალური პროცედურები 1-ელ მარტამდე უნდა დასრულდეს.

როგორც შრომის სამინისტრო და საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი აცხადებს, მთავრობის მიზანია, რომ მინიმალური ხელფასი გაიზარდოს კიდევ რამდენჯერმე და 900 ევროს მიაღწიოს, ხოლო საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ავიდეს 1,500 ევროზე.

onalem

ტესტ