fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 25 აპრილიდან, საბერძნეთში საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად სისტემა იხსნება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ხარის თეოხარიმ ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ეთერში განაცხადა, რომ დღეიდან, 25 აპრილიდან, სისტემა საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად იხსნება.

“25 აპრილიდან სისტემა იხსნება, რათა წარვადგინოთ 2023 წლის საშემოსავლო დეკლარაციები. აღნიშნული პროცესის განსახორციელებლად დრო იქნება 26 ივლისის ჩათვლით. სამი თვე, ვფიქრობთ, რომ სრულიად საკმარისია, ვინაიდან ბევრი ცვლილება გვაქვს.

დავაწესეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოხდება საშემოსავლო დეკლარაციების ავტომატური შევსება და წარდგენა ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმეს რაიმე დაავიწყდება, პრობლემა არ იქნება, პროცესი შესრულდება ავტომატურად და არ დაეკისრება ჯარიმა დაგვიანებისთვის.

სწორედ აღნიშნული ცვლილებების გამო შედარებით გადაიწია სისტემის გახსნის ვადამ, ვინაიდან უნდა გახსნილიყო 30 მარტს და გაიხსნა თითქმის 1 თვის შემდეგ, დღეს.

ჩვენი თანამოქალაქეების გასავალი უნდა შეესაბამებოდეს მათ შემოსავალს, ხოლო თუ დაფიქსირდება, რომ გასავალი საგრძნობლად დიდია, მაშინ უნდა ახსნას და დაასაბუთოს აღნიშნული. ამას გარდა, არ შეიძლება წლიური შემოსავალი გვქონდეს 2 და 3 ათასი ევრო, ამავე დროს კი, გვქონდეს ცხოვრების წესი, რომელიც ამ შემოსავალს არ შეესაბამება, მაგალითად მოგზაურობები და ა.შ. ძირითადად საუბარი გვაქვს ე.წ. “ინფლუენსერებზე”, რომლებიც არ ახდენენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას,” განაცხადა ბატონმა თეოხარისმა.

onalem

ტესტ