fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება დღეიდან, 22 აპრილიდან, საბერძნეთში – ნახეთ მაღაზიების მუშაობის სადღესასწაულო განრიგი

სააღდგომო პერიოდიდან გამომდინარე მაღაზიებში მუშაობის გრაფიკი იცვლება, მოსახლეობას შეუძლია, რომ ისარგებლოს კვირა დღითაც და სავაჭროდ წავიდეს.

კერძოდ, მაღაზიები 22 და 23 აპრილს იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე, იგვე გრაფიკი იქნება ვნების კვირაში, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.

*რაც შეეხება, კვირას, 25 აპრილს, მაღაზიები ღია იქნება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს, 24 აპრილს, იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

წითელ პარასკევს მაღაზიები ღია იქნება 13:00 საათიდან 19:00 საათამდე.

როგორც ასოციაცია აცხადებს, 2, 3 და 4 მაისს მაღაზიები დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ