fbpx
საბერძნეთი

SMS 13033-ზე კაფეებში წასასვლელად?! საჭირო იქნება თუ არა SMS-ის გაგზავნა 3 მაისიდან?!

როგორც უკვე ცნობილია, 3 მაისიდან საბერძნეთში კაფეები და ტავერნები იხსნება და გაჩნდა კითხვა, როგორ შევძლებთ გადაადგილებას მომდევნო პერიოდში? საჭირო იქნება თუ არა კვლავ SMS-ის გაგზავნა აღნიშნულ დაწესებულებებში წასვლისას და თუნდაც, ქალაქგარეთ გადაადგილებისას?

ადონის გეორგიადისმა ხაზგასმით განაცხადა, რომ 3 მაისიდან საბერძნეთში კაფეებსა და ტავერნებში წასასვლელად SMS-ის გაგზავნა საჭირო აღარ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეეძლება, ვინაიდან ამ დაწესებულებების გახსნის ფონზე, SMS-ები ფუნქციას დაკარგავს.

მინისტრმა განაცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას 3 მაისამდე კიდევ გაავრცელებენ, ვინაიდან მოსახლეობისთვის ნათელი უნდა იყოს ის ზომები, რომლებსაც გახსნის დღის შემდეგ დაიცავენ, თავისუფლებისდა მიუხედავად.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებას, 15 მაისიდან ესეც შესაძლებელი იქნება SMS-ის და ცნობების გარეშე.

გეორგიადისმა ისიც აღნიშნა, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხს ექსპერტთა საბჭო პარასკევს განიხილავს.

 

onalem

ტესტ