fbpx
საბერძნეთი

დღეს უმნიშვენლოვანესი ეტაპი საბერძნეთში – კაფეები და ტავერნები მუშაობას იწყებენ

დღეს საბერძნეთში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დადგა – კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები მუშაობას იწყებენ, ორთვენახევრიანი შეჩერების შემდეგ.

როგორც დიმიტრის ხაძიგეორგიუმ გუშინდელი გამოსვლისას განაცხადა, სასურველია თუ კაფე-ბარებსა და ტავერნებს ოჯახებთან ერთად ვესტუმრებით და არ მოვინახულებთ შორეულ ახლობლებს და მათ, ვისთანაც კონტაქტი ძალიან იშვიათად გვაქვს.

ასევე, რა თქმა უნდა, კლიენტებისთვის არ არის სავალდებულო ნიღბის ტარება ამ დაწესებულებებში. პირბადეს აუცილებლად უნდა ატარებდეს მომსახურე პერსონალი.

დაშვებული იქნება მხოლოდ 6 ადამიანი, გამონაკლისია მხოლოდ ოჯახები, ბავშვებით.

მაგიდებს შორის არსებობს დისტანციები, რამაც შესაბამისად გამოიწვია მათი რაოდენობის შემცირება, ზოგიერთ ტავერნასა და კაფეში კი მაგიდები გარეთ განათავსეს და ტერიტორია გააფართივეს, რისი ნებართვაც სახელმწიფოსგან მიიღეს.

დიმიტრის ხაძიგეორგიუს თქმით, ქვეყანაში ყველაფრის ამუშავება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძველ ჩვევებს დავუბრუნდეთ, არამედ უნდა გამოვიჩინოთ ბევრად მეტი ყურადღება და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჰიგიენის მკაცრი წესები და დისტანცია ერთმანეთისგან.

onalem

ტესტ