fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შენობა აკროპოლთან, რომელიც ისტორიულ ხედს მალავს – ათენელების პროტესტი

ათენელები პროტესტს გამოთქვამენ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აკროპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროტესტი გამოიწვია ფაქტმა, რომ შენობა პართენონის ისტორიულ სახეს ამახინჯებს და ხედს მალავს. საჩივარს ხელი უკვე 4.100-მა ადამიანმა მოაწერა.

“სრულიად მიუღებელია მსგავსი მაღალი კონსტრუქციების მშენებლობა აკროპოლთან ახლოს. აკროპოლის ხედი ათენისთვის დომინანტურია, ეს ბერძნების იდენტობის ნაწილია და რა თქმა უნდა, ევროპული მემკვიდრეობა. მჯერა, რომ ადამიანის ბუნებაშია ამ ყველაფრის განადგურების სურვილი. ამ სახის პრობლემებზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროს ეკისრება. უნდა გადაამოწმონ, აქვთ თუ არა უფლება მშენებლობა გააგრძელონ,” აცხადებს საბერძნეთის გარემოსა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ლიდია კარასი.

onalem

ტესტ