fbpx
საბერძნეთი

დამლაგებლებმა, რომელთაც ვილაში შოკოლადები შეჭამეს, მუსიკა ჩართეს და ცეკვა დაიწყეს – ვის ჰქონდა დაქირავებული ვილა?!

მიკონოზე მომხდარი შემთხვევა ახლა პოლიციის განყოფილების გამოძიების საგანია და ეძებენ ტურისტებს, რომლებსაც ის ვილა ჰქონდათ დაქირავებული, რომელიც დამლაგებლებმა დაასუფთავეს, დარჩენილი ტკბილეული მიირთვეს და შემდეგ საავადმყოფოში მოხვდნენ.

როგორც უკვე ცნობილია, საუბარია 5 ქალბატონზე, რომელმაც მდიდრულ ვილაში ტურისტების მიერ დატოვებული შოკოლადები შეჭამეს და ეს ტკბილეული ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა. მათ ყუთი მაცივარში იპოვეს, ვინაიდან სტუმრებს იქაურობა უკვე დატოვებული ჰქონდათ, გადაყრას ამჯობინეს, რომ თავად მიერთვათ და შემდეგ საკუთარი საქმე გააგრძელეს. თუმცა, 15 წუთში მათ ხასიათი შეეცვალათ.

არსებული ინფორმაციით, დამლაგებლებმა მუსიკა ჩართეს და ცეკვა დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით კარგი ხასიათი უჩვეულო მდგომარეობაში გადაუვიდათ და ჰალუცინაციები დაეწყოთ, ეჩვენებოდათ, რომ ვილაში ავეჯი თავისით გადაადგილდებოდა.

ხუთივე დამლაგებელი ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, საქმე კი, პოლიციის განყოფილებას გადაეცა გამოსაძიებლად. წინასწარი ცნობებით, ხუთივე ტურისტი ბერძენია და მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი პირია.

onalem

ტესტ