fbpx
საზოგადოება

ინციდენტი ბერძნულ გემზე: ეგონათ, რომ სკამზე მჯდომ მამაკაცს ეძინა, ის კი, გარდაცვლილი იყო

გემის ეკიპაჟის წევრები მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ მამაკაცი, რომლის გაღვიძებასაც ცდილობდნენ, გარდაცვლილი იყო.

საუბარია, პირეა-ხანიას მიმართულებით მოძრავ გემზე, რომელიც მას შემდეგ, რაც სუდას პორტში ჩავიდა, ხალხისგან დაიცალა, მხოლოდ ერთი მამაკაცი დარჩა ბორტზე. ეკიპაჟის წევრები ახლოს მივიდნენ და ვინაიდან ეგონათ, რომ მას უბრალოდ ჩაეძინა, ცდილობდნენ თავაზიანი გზით გაეღვიძებინათ, რომ ეცნობებინათ დანიშნულების ადგილას მისვლა.

როგორც გაირკვა, რამდენიმე წუთში გააცნობიერეს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო. მისი ცხედარი ხანიის საავადმყოფოში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება, სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს, მამაკაცი ბულგარეთის მოქალაქეა.

onalem

ტესტ