fbpx
საზოგადოება

ათენში ემიგრანტი ბიჭი სამსახურთან ახლოს მოკლული იპოვეს

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. ვოტანიკოს ტერიტორიაზე 18 წლის ბიჭი, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო ჩამოსული, მოკლული იპოვეს.

გავრცელებული ცნობებით, ის პაკისტანის მოქალაქეა და ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა. ქარხანა სწორედ იქ მდებარეობს, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს.

ოფიცრების თქმით, მას ორი სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

საქმეს ატიკის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს, თუმცა, ამ დროისთვის ეჭვმიტანილთა ან მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმცია არ არსებობს.

onalem

ტესტ