fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მეგონა მიწაზე ფეხს ვეღარასოდეს დავდგამდი, მგზავრებმა ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ” – შემთხვევა ათენის აეროპორტში

ათენის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უკვე ცნობილია, დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილმა თვითმფრინავმა რეისის შესრულება ვერ შეძლო, პილოტი უკან გამობრუნდა, თუმცა, ათენში დაჯდომაც მხოლოდ ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეძლო.

ბორტზე კეფალონიისკენ მიმავალი 90 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მალე დაიღუპებოდნენ, რადგან პოლოტმა აფრენიდან დაახლოებით 5-7 წუთში გამოაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემის გამო, სასწრაფოდ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ათენის აეროპორტის თავზე თვითმფრინავი ნახევარი საათი დაფრინავდა და ბილიკზე დაჯდომას გაუარესებული ამინდის გამო ვერ ახერხდებდა. ამის პარალელურად კი, როგორც მგზავრები აღწერენ, იყო საშინელი რყევები.

“პილოტს დიდ მადლობას ვუხდით. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ მიწაზე ფეხს ვეღარასოდეს დავდგამდი და ამიტომ ხელი ჩავჭიდეთ, რომ ერთმანეთისთვის ძალა მიგვეცა. არანაირი დახმარება, არანაირი მომსახურება, არანაირი განმარტება. ვერ გავიგეთ, რატომ დავკარგეთ ჩვენი ცხოვრების 10 წელი ჰაერში.”

“ამ კომპანიით კეფალონიიდან ერთხელ გამოვფრინდი და თვითმფრინავის შიდა ინტერიერმა ნამდვილად გამაოგნა. ვფიქრობდი, იყო თუ არა ეს ხომალდი მზად ფრენებისთვის. ჰოდა სწორედ ამის მეშინოდა. დიდი მადლობა პილოტს.”

“საოცარად პროფესიონალი და წარმოუდგენლად მაგარი პილოტები გვყავს. ჩემი შვილი შიგნით იყო. ასეთი ხომალდები ადვილად არ ვარდებიან, როცა კარგი პილოტები მართავენ. ნუ გეშინიათ,” წერს ერთ-ერთი მგზავრის დედა.

 

onalem

ტესტ