fbpx
საზოგადოება

“ხალხი ფოტოებს გვიღებდა, როცა დესპინასთან ერთად ვიყავი და 50 ევროდ ყიდდა” – ვასილის ბისბიკი

ვასილის ბისბიკიმ ერთ-ერთ რადიოში იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მისი და დესპინა ვანდის ურთიერთობა ჯერ კიდევ ახალი იყო და ყველა ცდილობდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაედასტურებინა, შესაბამისად, მედია ცდილობდა, რომ ეპოვა ფოტოები, რომლებზეც მომღერალი და მსახიობი ერთად იქნებოდნენ აღბეჭდილი.

ბისბიკი ამბობს, რომ თავიდან არ მოსწონდა ფაქტი, რომ ამ თემას ამხელა მასშტაბები ჰქონდა მიღებული და ყველაზე “შოკისმომგვრელი” ის არის, რომ მისი თქმით, პირველი ფოტოები, რომლებიც ვრცელდებოდა, არ იყო პაპარაცებისგან.

“ფოტოები, რომლებიც გავრცელდა, არ იყო პაპარაცების გადაღებული, არამედ ჩეულებრივი ადამიანების გადაღებული, რომლებიც ტავერნაში, უბრალოდ, ჩვენ გვერდით ისხდნენ. ერთმა თავისი ტელეფონით გადაგვიღო, როდესაც ერთად ვიყავით და შემდეგ 50 ევროდ ყიდდა ამ ფოტოებს. ალბათ, ხვდებით, რა სამარცხვინო საქციელზეა საუბარი. დესპინა ამ სფეროში წლები იყო და უფრო მარტივად შეძლო გამკლავება, მაგრამ ჩემთვის შედარებით რთულია თავის შეკავება,” ამბობს მსახიობი.

onalem

ტესტ